ონისე ცხადაძე მოსამართლეს - „იმედის“ პროექტს ჰგავს ეს სასამართლო, ვერ გავიგე ვინ ვინ არის - მგონია, რომ პროკურორებიდან რომელიმე ან თქვენ, თავზე მოიძრობთ და მაკა ზამბახიძე იქნება

„იმედის“ პროექტს ჰგავს ეს სასამართლო. ვერ გავიგე ვინ ვინ არის. მგონია, რომ პროკურორებიდან რომელიმე ან თქვენ, თავზე მოიძრობთ და მაკა ზამბახიძე იქნება,- ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორებს და მოსამართლეს მიმართა.

მან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა, რომ „ყველაფერი სიმართლის სასარგებლოდ დაასრულოს“.

„მე გაძლევთ პირობას, ისე მიდის, რომ როცა ყველაფერი შეიცვლება, ეს ყველაფერი დარჩება ისტორიაში.

არანაირი ინტერესი არ მაქვს, როცა ყველაფერი შეიცვლება, ვიღაცების დასჯისკენ მოვუწოდო. რასაც ვატყობ, ამ საქმეში როგორც კი შანსი გექნებათ ბატონო მოსამართლე, ეს ყველაფერი უნდა დაასრულოთ ჩვენი და სიმართლის სასარგებლოდ. ამ ქვეყანაში გვიწევს ყველას ცხოვრება და არ შეიძლება ცუდი დამოკიდებულება დაგვრჩეს. იმავეს მივუწოდებდი პროკურორებს.

„იმედის“ პროექტს ჰგავს ეს სასამართლო. ვერ გავიგე - ვინ, ვინ არის. მგონია, რომ პროკურორებიდან რომელიმე ან თქვენ, თავზე მოიძრობთ და მაკა ზამბახიძე იქნება”,- განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო