ამერიკელი სენატორი - პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს - სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ

პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა.

„ჩვენ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი“, - განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, 100-დან 85 სენატორი უჭერს მხარს და საჭიროების შემთხვევაში 90 ხმის მოპოვებაც შესაძლებელია.

„ვფიქრობ, რომ კენჭისყრა აუცილებელია. ახლა მოქმედების დროა და არა მხოლოდ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების, არამედ საკანონმდებლო ინიციატივის, რათა პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ერთიანობა და უკრაინის მიმართ ერთგულება ვაჩვენოთ“, - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი