უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, 3 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, 3 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ბაზას გუშინ, 29 ივლისს დაარტყეს.

„29 ივლისს, მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი საწვრთნელი დანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 18 დაშავდა“, - ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებაში.

ასევე, უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებით, „თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს