„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია

Toyota Motor Europe ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო დილერების დაჯილდოვების ცერემონიალს მართავს და მათ პრესტიჟულ ჯილდოს Ichiban -ს გადასცემს, რომელიც 2025 წელს, ტოიოტას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების უბადლო შესრულებით 2500-ზე მეტი მონაწილისგან მხოლოდ 46 საუკეთესოს გადაეცა, ხოლო კვკასიის რეგიონიდან ამ გამორჩეული და საპატიო ჯილდოების მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გახდა.

დაჯილდოების ცერემონია 24–26 ივნისს, ბოლონიაში, იტალიაში - ავტოინდუსტრიის სიმბოლურ გულში, Motor Valley-ში გაიმართა და გამრაჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ Ichiban 2025 ჯილდოები, რომელიც მხოლოდ თასი არ არის - ეს ნდობის სიმბოლოა, რომელიც დილერებმა წარმატებული ქმედებებით დაიმსახურეს, ხოლო წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.

„Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო დაიმსახურეს ხარისხის, ყურადღებისა და ადამიანების საჭიროებებისადმი, მუდმივი განვითარების სწრაფვით. ისინი გვახსენებენ, რომ შესანიშნავი მომხმარებლის გამოცდილება იქმნება თითოეული პიროვნების, თითოეული ჩამორთმეული ხელის საშუალებით და მათთვის, მომხმარებელთა მოლოდინების სასიამოვნოდ გადაჭარბება არ არის გამონაკლისი, ეს - ჩვევაა. Toyota-ს მომავალი იწერება სწორედ ახლა — და ეს დილერები არიან ამ მოგზაურობის თანაავტორები, რომლებიც ემსახურებიან მომხმარებელთა საჭიროებებს და ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ ხანგრძლივ ურთიერთობებს.“— აღნიშნავს Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და CEO იოშიჰირო ნაკატა .

აღსანიშნავია, რომ “ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არამხოლოდ Ichiban 2025 -ის ჯილდოს მფლობელი არამედ ევროპის მასშტაბით ექსკლუზიურად 6 საუკეთესო ნომინაციაშიც მოხვდა და “Going Beyond” ჯილდო დაიმსახურა, კერძოდ - Brand & Communication-ის კატეგორიაში.

Toyota Motor Europe NV/SA (TME) მართავს Toyota-ს, GR-ის (Gazoo Racing) და Lexus-ის ავტომობილების, ნაწილებისა და აქსესუარების საბითუმო გაყიდვებსა და მარკეტინგს ევროპაში, ასევე საწარმოო და საინჟინრო ოპერაციებს. დღეს ევროპის გზებზე დაახლოებით 14.7 მილიონი Toyota-სა და Lexus-ის მარკის ავტომობილია, რომელთაც ემსახურება 28 ეროვნული მარკეტინგული და გაყიდვების კომპანიისგან შემდგარი ქსელი და დაახლოებით 2,800 სადილერო ცენტრი 53 ქვეყანაში.

Toyota მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება აქვთ, ყველაფერი შესაძლებელია. „Mobility for all“ მიზნის მისაღწევად, Toyota ისწრაფვის შექმნას მეტად უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი მობილობის სისტემები, რათა მოახდინოს თავისი მისიის — „Happiness for All“ -განხორციელება.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის