თენგიზ შარმანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სუს-მა თაღლითობის ბრალდებით დააკავა და იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა - არ ვურჩევ!

ერთი რამ იცოდნენ - რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ უნდა იყოს, რა ფიგურაც არ უნდა იყოს, ჩვენს პარტიაში იქნება თუ სხვა პარტიაში, თუკი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებლობას ვერ ასცდება! - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თაღლითობის ბრალდებით პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას დაკავების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

შარმანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, რომ საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ.

„ეს პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით დააკავა. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა - არ ვურჩევ! ამავე განცხადებაში სუს-ის მიერ მითითებული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და თუ რაღაცების მტკიცებას დაიწყებენ, მის ნამოქმედარს, ალბათ, საჯაროს გახდიან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს