1-ელი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

1-ელი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის სისტემაში რეგისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს კვლავ შეუძლიათ.

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1-ელი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მიხვიდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის - ორი ადგილი.

„შეგახსენებთ, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევებში, პარკირების ღირებულება შეადგენს ერთი საათი ერთ ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით უფასოა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი