ვაკის რაიონის გამგებლად ლევან ყიფიანი დაინიშნა

ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ყიფიანი დაინიშნა. ყიფიანი ბოლო თვეების განმავლობაში გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

თბილისის მთავრობის ფარგლებში მიღებულ ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ლევან ყიფიანი 2018 წლიდან ჩვენთან ერთად არის. ის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. ვაკის რაიონის გამგებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროში სხვა თანამდებობაზე გადავიდა. შესაბამისად, ლევან ყიფიანი ვაკის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნება.

ვუსურვებ მას წარმატებებს. იმის მიუხედავად, რომ ვაკის რაიონში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ჯერ კიდევ რჩება. მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს