ვაკის რაიონის გამგებლად ლევან ყიფიანი დაინიშნა

ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ყიფიანი დაინიშნა. ყიფიანი ბოლო თვეების განმავლობაში გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

თბილისის მთავრობის ფარგლებში მიღებულ ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ლევან ყიფიანი 2018 წლიდან ჩვენთან ერთად არის. ის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. ვაკის რაიონის გამგებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროში სხვა თანამდებობაზე გადავიდა. შესაბამისად, ლევან ყიფიანი ვაკის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნება.

ვუსურვებ მას წარმატებებს. იმის მიუხედავად, რომ ვაკის რაიონში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ჯერ კიდევ რჩება. მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა