რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რომელი მუხლით გამოაცხადა აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე, შაჰინ შახლინსკიზე ძებნა.

მიმდინარე თვის დასაწყისში შახლინსკი რუსმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

16 ივლისს ეკატერინბურგის სასამართლოს ბრძანებით შახლინსკის შვილი დააკავეს. მას ბრალად ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობა ედება.

შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს