CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს პორტუგალიაში/საფრანგეთში სწავლისა და ორმაგი დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პორტუგალიურ Instituto Politécnico de Bragança-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ ბოლო სასწავლო წელი პორტუგალიურ უნივერსიტეტში ისწავლონ და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.

„ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტთა/აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ორმაგი დიპლომი პარიზის IPAG BUSINESS SCHOOL-ში აიღონ.

აირჩიე CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:

  • გაიძლიერე უნარები სამეწარმეო საქმიანობაში;
  • იმუშავე მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში;
  • დაეუფლე ბიზნესის მართვის თანამედროვე სტანდარტებს;
  • მიიღე უპირატესობა გლობალურ შრომის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ სასწავლო წელს 20%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებს.

ასევე ყველა პირველკურსელს საჩუქრად:

  • 1000 ₾ ვაუჩერი - “AI - ნავიგაცია პრაქტიკაში“ - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
  • 2000 ₾ ვაუჩერი - უცხოენაშიინტენსიურიმომზადებისპროგრამა;
  • მედალოსნების დაფინანსება: 20% ოქრო, 10% ვერცხლი;
  • საუნივერსიტეტო დასახელობითი სტიპენდიები;
  • გადახდის მოქნილი სისტემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს