CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებს პორტუგალიაში სწავლისა და ორმაგი დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პორტუგალიურ Instituto Politécnico de Bragança-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ ბოლო სასწავლო წელი პორტუგალიურ უნივერსიტეტში ისწავლონ და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.

„ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტთა / აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

აირჩიე CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა:

თანამედროვე სასწავლო კურსები მრავალფეროვანი პრაქტიკული კომპონენტით;

უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები;

ბიზნესინკუბატორში ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სტარტაპებზე მუშაობის შესაძლებლობა;

მუდმივი ვორქშოპები და ჰაკათონები.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ სასწავლო წელს 20%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებს.

ასევე ყველა პირველკურსელს საჩუქრად:

1000 ლ ვაუჩერი - “AI - ნავიგაცია პრაქტიკაში“ - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;

2000 ლ ვაუჩერი - უცხო ენაში ინტენსიური მომზადების პროგრამა;

მედალოსნების დაფინანსება: 20% ოქრო, 10% ვერცხლი;

საუნივერსიტეტო და სახელობითი სტიპენდიები;

გადახდის მოქნილი სისტემა“, - აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებიულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!