პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ პორტუგალიასა და ცენტრალურ ესპანეთში ტყის ხანძრების ჩაქრობას ათასობით მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

პორტუგალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჰელდერ სილვას ცნობით, ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი აროკას რეგიონში მძვინვარებს, რომელსაც 800 მეხანძრე ებრძვის.

„ხანძარი ძნელად მისადგომ ადგილებშია. მეხანძრეებმა მთელი ღამის განმავლობაში დიდი ძალისხმევა გასწიეს, ამიტომ ახლა სიტუაცია შედარებით მშვიდია“, - განაცხადა ჰელდერ სილვამ.

ესპანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ესპანეთის დასავლეთ პროვინცია კასერესში ხანძარმა 2500 ჰექტარი მოიცვა, რის გამოც კამინომორისკოს მუნიციპალიტეტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს