მომავალი ლიდერები - „ბილიველებმა“ განათლებისა და მოხალისეობის წელი შეაჯამეს

XI თაობის „ბილიველებისთვის“ სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც „ბილივის“ ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტებით, შეხვედრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 2024–2025 სასწავლო წელი შეაჯამეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ბილივი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დახურვის ღონისძიებაზე, მონაწილეები ჯგუფებად დაყოფილნი წარსდგნენ პრეზენტაციებით მათთვის გამორჩეულ და მნიშვნელოვან პროექტებზე. ბილიველებმა წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს შეხვედრებში, რომელიც ეხებოდა შემდეგ თემებს: ადამიანის უფლებები, მოხალისეობის კულტურა, გენდერული თანასწორობა,ლიდერობა და პიროვნული განვითარება.

მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები „ბილივის“ საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ ინიციატივებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„უკვე მეორე ათწლეულს ვიწყებთ ბილიველებთან ერთად. აღნიშნული პროექტი 2014 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია რეგიონში, განსაკუთრებით კი ფოთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. არაერთი საინტერესო შეხვედრისა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობის გზით, ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას და შევუწყოთ ხელი მათ ჩამოყალიბებას აქტიურ და სოციალურად პასუხისმგებელ მოქალაქეებად.

მოხარულები ვიქნებით, თუ მეტი ორგანიზაცია გამოგვიცხადებს მხარდაჭერას და ჩაერთვება ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში - ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისა და პარტნიორობისთვის,“- განაცხადა ფონდ „ბილივის“ თანადამფუძნებელმა, მარიკა ნადარაიამ.

ფონდ „ბილივის’ ინფორმაციით, „ბილივის“ საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა რიგებს, რომელიც უკვე 650-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, წელს კიდევ 70 ფოთელი მოსწავლე შეემატა.

ცნობისთვის, ფონდი „ბილივი“ არის არაკომერციული, არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 11 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფუძნდა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. „ბილივი“ ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში, განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული დონის გაუმჯობესებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს