დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა

რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას იმის შესახებ, რომ „რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება“.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მაია სანდუს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, პესკოვმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოლდოველების საარჩევნო უფლებები დაცული უნდა იყოს.

„ჩვენი თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები მოლდოველების უფლებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თუმცა, ამაზე ახლა საუბარს აზრი არ აქვს“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს