სალომე ზურაბიშვილი - 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს - ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით -  ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ

პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს - ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნით სხდომას ეხმაურება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 1-ელი აგვისტო იქნება დღე, რომელიც ყველას შეეხება და ყველას ლუსტრაცია მოხდება.

„1-ელი აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (სახელის ესოდენ დისკრედიტაცია რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს), ერთი ლოყა გალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით ….

ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილ ადამიანობის გაღვიძებისა ( ქრისტიანები თუ ვართ სავლე და პავლე მაინც გვახსოვდეს უნდა), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.

ეს დღე ყველას ეხება და ყველასი ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას „ნაცების“ მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის ( თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე აწი დახუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან … უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!

აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის