კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

მისივე განმარტებით, კანადა მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრინციპს, როგორც მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ სამშვიდობო პროცესს, თუმცა ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული.

„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს