სახალხო დამცველმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისი მოინახულა

სახალხო დამცველმა ბოლნისში, სიონის ჩიხის N1 ში მდებარე სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც ამჟამად, ექვსი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოციალური საცხოვრისი განთავსებულია ე.წ. სამთო ქიმიის ყოფილ შენობაში, რომელიც ქიმიური პროცესების წარმართვისთვის გამოიყენებოდა.

„შენობის საერთო მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულია. შენობას აღენიშნება ბზარები, ჩამოშლილი ფასადი, კედლები ხშირად სველდება, შეინიშნება ჭერიდან წყლის ჩამოსვლის ნიშნებიც, კანალიზაციის სისტემა გაუმართავია და სარდაფი ხშირად იტბორება.

როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ და ვიზუალურადაც შესამჩნევია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას შენობაში ნესტი წარმოადგენს. სინესტის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლის გამო, საცხოვრებელ ოთახებში გაუსაძლისი სუნია და კედლები გაშავებულია. ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი ოთახების საერთო მდგომარეობა არასათანადოა, კედლები, იატაკი და ჭერი დაზიანებულია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული სხვა სოციალური საცხოვრისების უმრავლესობის მსგავსად, ბოლნისში, სიონის ჩიხის N1 ში მდებარე საცხოვრისსაც არ ჰყავს ადმინისტრაცია. ამდენად, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ხდება დაწესებულებაში არსებული პირობების სისტემური მონიტორინგი და ამ თვალსაზრისით, არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ქმედითი, დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს