დიმიტრი მედვედევი - თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია

თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია, - ასე პასუხობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მის შესახებ გავრცელებულ განცხადებას.

„თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარ გზაზე სვლას გააგრძელებს“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მედვედევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი სოციალური ქსელი, Truth Social-ი რუსეთში აკრძალულია.

„ხოლო, რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის „მკვდარ ეკონომიკებს“ - გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები „მოსიარულე მკვდრების“ შესახებ, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებაში არარსებული „მკვდარი ხელი“, - აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მოუწოდა, რომ „სიტყვებს დაუკვირდეს“.

„გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს