ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ხელმძღვანელობა წინა საუკუნეში - სასტიკი ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სრული უგულებელყოფის ეპოქაშია ჩარჩენილი

რუსეთის ხელმძღვანელობა სხვა საუკუნეშია ჩარჩენილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ „ჰელსინკი+50“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს, მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ომის, რომელიც თავად რუსეთმა დაიწყო და ომის, რომელიც მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას სურს. ისინი გონებრივად წინა საუკუნეში არიან ჩარჩენილები, სასტიკი ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სრული უგულებელყოფის ეპოქაში. ვიცით, რომ მსგავსი იდეები ევროპაში აღარასდროს უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსული აქტივების ჩამორთმევის დროა“.

„რუსეთის სამხედრო მანქანა სრულად უნდა შევაჩეროთ, სამხედრო ინდუსტრიაზე წვდომა და ენერგეტიკული შემოსავლები უნდა შევუზღუდოთ. და ბოლოს, ყველა გაყინული რუსული აქტივი, მათ შორის მოპარული სიმდიდრე რუსული აგრესიისგან დასაცავად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, თუ მსოფლიო რუსეთში რეჟიმის შეცვლას მიზნად არ ისახავს, ეს ნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგ მოსკოვი მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციას კვლავ შეეცდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს