დააზღვიე ავტომობილი იმედი L-ში და მიიღე სპეციალური საზაფხულო საჩუქრები

ავტოდაზღვევის მსურველებისთვის, იმედი L-ს სეზონური საჩუქრები აქვს. მომხმარებლები, რომლებიც 30 სექტემბრამდე შეიძენენ ავტოდაზღვევას, საჩუქრად 35 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ საწვავზე. კამპანიის ფარგლებში დაზღვეულები, ფასდაკლებით სარგებლობას სექტემბრის ბოლომდე, ულიმიტოდ შეძლებენ.

„ზაფხული ავტოდაზღვევისთვის ყველაზე აქტუალური პერიოდია, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ სიახლეები და თემატური საჩუქრები. მომხმარებელზე ზრუნვა იქამდე, სანამ რეალური რისკი დადგება მათ წინაშე, ჩვენი განახლებული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი და პრიორიტეტია, შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ, სწორედ ის პროდუქტები და სერვისები შევქმნათ, რაც ყველაზე მეტად ერგება მათ საჭიროებებს.“ - ამბობენ იმედი L-ში.

იმედი L-ის ავტოდაზღვევა არის ყველასთვის, ვისაც სურს თავიდან აირიდოს ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ხარჯი, საკუთარი თუ მესამე პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის შესაფერისი პირობებით ისარგებლოს და მოირგოს დაზღვევა ისე, როგორც მისი საჭიროებები მოითხოვს.

იმედი L-ის ავტოდაზღვევა - ავტოქარი გათვლილია 10 000 დოლარამდე ღირებულების ავტომობილებისათვის, მისი შეძენა თვეში 50 ლარადაა შესაძლებელი და მომხმარებელს გაუთვალისწინებელი შემთხვევის დადგომისას, მსხვილი ფინანსური ხარჯისგან იცავს.

ავტომობილის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ ბმულიდან: https://imedil.ge/auto-car/ge

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება