ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს - როცა თქვენს სახეზე ღიმილს ვხედავ, ჩემში ნაპერწკალი იღვიძებს - ჩემი თხოვნაც იქნება და მოთხოვნაც, გადადგით ეს ნაბიჯი დღეს და შეცვალოთ აღკვეთის ღონისძიება ანდრო ჭიჭინაძის და ყველა სინდისის პატიმრის მიმართ

მე რომ გიყურებთ, ზოგჯერ ისეთი სახე გაქვთ, ვფიქრობ, რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ თავს ვიკავებ და ვჩერდები. როცა თქვენს სახეზე ღიმილს ვხედავ, ჩემში ნაპერწკალი იღვიძებს. ჩემი თხოვნაც იქნება და მოთხოვნაც, გადადგით ეს ნაბიჯი დღეს და შეცვალეთ აღკვეთის ღონისძიება ანდრო ჭიჭინაძის და ყველა სინდისის პატიმრის მიმართ,- ასე მიმართა აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

ადვოკატმა, ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნულ თვისებებზე. ამასთან, აღნიშნა, რომ არ არსებობს ანდრო ჭიჭინაძის არანაირი კავშირი იმ ბრალდებასთან, რომელიც მას აქვს წაყენებული.

„ანდრო ჭიჭინაძე რომ უღირსი პიროვნება იყოს, ის პატივისცემა, რაც გამოხატა ციხის ადმინისტრაციამ, გამოხატავდა? ამდენი წელია ადვოკატი ვარ და არ მახსოვს, ადმინისტრაციას ამ მასშტაბით მიელოცა ვინმესთვის დაბადების დღეს. ანდრო უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე და გაგრძელდეს საქმე ჩვეულებრივ.

ანდრო ჭიჭინაძე, რომლის თეატრმაც შეწყვიტა ფუნქციონირება, დოი გადადგა, აღარაა რეჟისორი, თეატრი არის უბატონოდ დარჩენილი, სპექტაკლი არ იმართება.მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეთ ანდრო ჭიჭინაძე“, - განაცხადა ადვოკატმა.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ისაუბრა ჭიჭინაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.

„ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც თქვენ შეიძლება მიიღოთ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, ეს არის ანდრო ჭიჭინაძის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, არცერთი სხვა ალტერნატიული ღონისძიება არ იქნას გამოყენებული“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა უკვე დააყენა ადვოკატთა ნაწილმა, ნაწილი ახლა აყენებს. მოსამართლე აღნიშნული შუამდგომლობები ჯერ არ დაუკმაყოფილებია. ნინო გალუსტაშვილმა ნახევარ საათიანი შესვენება გამოაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო