სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე ონისე ცხადაძის ადვოკატიც მიმართავს

მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება ჩვენი დღევანდელი შუამდგომლობის ხერხემალია, დაადასტურა ის, რასაც თვეებია ვამბობთ - მოგმართავთ შუამდგომლობით ონისე ცხადაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს,- აღნიშნული შუამდგომლობით აქციაზე დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ხუსკივაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა

მისი თქმით, არცერთ დაზარალებულ პირთან ონისე ცხადაძეს შეხება არ აქვს.

„არცერთ დაზარალებული პირი აქ არ მოსულა და თითი არ დაუდია ონისე ცხადაძეზე , ზედმეტია საუბარი მხილებაზე. ჩვენ რასაც ამ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით, ბრალდების მხარე მტკიცებულებებში არ ჰქონდა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ბრალდებულის ან ონისე ცხადაძის მონაწილეობას დაადასტურებდა ჯგუფურ დანაშაულში.

ჩვენ ველოდებოდით მტკიცებულებას, რომელიც თქვენ გაგიღრმავებდათ განცხადებას, რომ აქ ჩადენილია ჯგუფური დანაშაული. არათუ ეს ვერ მოვისმინეთ, არამედ გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის სიტყვებმა ფარდა ახადა ბრალდების მხარის პოზიციას. მას ჩვენგან საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს, თუმცა გაამყარა ჩვენი მოსაზრება.

საქმის მთავარი გამომძიებლის ეს ნაამბობი არის მთავარი მტკიცებულება. მან გვითხრა ის, რომ არათუ ონისე ცხადაძე, არამედ არცერთ პირს, რომლებიც ბრალდებულის სკამზე არიან, პირადული კავშირი არ უდგინდებათ ორგანიზატორებთან, რომ ზოგადად ბრალდებულებს შორის არანაირი მტკიცებულება არ დგინდება.

მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება ჩვენი დღევანდელი შუამდგომლობის ხერხემალია, რომელმაც ფარდა ახადა ბრალდების მხარის პოზიციას და დაადასტურა ის, რასაც თვეებია ვამბობთ. მოგმართავთ შუამდგომლობით ონისე ცხადაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს“,- განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია