ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიღვიძა უკრაინიდან საშინელი ამბებით - გვჭირდება გადამწყვეტი ზომები, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთსა და მის პარტნიორებზე, რომლებიც ომს ხელს უწყობენ

მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიღვიძა უკრაინიდან საშინელი ამბებით - ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ზომები, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთსა და მის პარტნიორებზე, რომლებიც ომს ხელს უწყობენ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა X-ზე დაწერა, რითაც რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობას ტერორითა და ნგრევით პასუხობს.

„რუსეთის პასუხი აშშ-ს, ევროპისა და უკრაინის მშვიდობისკენ მოწოდებებზე მეტი ტერორითა და ნგრევით გამოიხატა.

მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიღვიძა უკრაინიდან საშინელი ამბებით - მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, საცხოვრებელი შენობების, საავადმყოფოებისა და სკოლების ნანგრევებად ქცევა. ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ზომები, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთსა და მის პარტნიორებზე, რომლებიც ომს ხელს უწყობენ. "- დაწერა ბუდრისმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსებმა კიევზე თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა კიევში ოთხ რეგიონსა და 27 ლოკაციას დაარტყეს.

რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე, ხოლო დაშავებულთა 88-მდე გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს