გიორგი შარაშიძე - „ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია - შეუძლებელია ყოფილ მაღალჩინოსნებს იჭერდე და ამავდროულად წარადგენდე კალაძეს, რომელიც კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება

„ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია - შეუძლებელია ერთი მხრივ, იჭერდე ყოფილ საშუალო რგოლის მაღალჩინოსნებს და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელიც კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნება“ ადასტურებს რომ მისი კორუფციასთან ბრძოლის ფაფხური მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციაა და სინამდვილეში არანაირი სერიოზული ზომების გატარებას არ აპირებს.“

„ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია. ნებისმიერი თბილისელი რომ გამოჰკითხოთ, უმრავლესობა დაგიდასტურებთ, რომ კახა კალაძე არის ყველაზე მეტად ასოცირებული და დაკავშირებული კორუფციასთან. ამით „ოცნება“ ადასტურებს იმას, რომ მისი თითქოს კორუფციასთან ბრძოლის ფაფხური მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციაა და სინამდვილეში ის არ აპირებს არანაირი სერიოზული ზომების გატარებას კორუფციის წინააღმდეგ. შეუძლებელია ერთი მხრივ, იჭერდე ყოფილ საშუალო რგოლის მაღალჩინოსნებს და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელი კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძემ ასევე ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატზე და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ამავდროულად, პარტიული კანდიდატებიც განიხილებიან.

„ჩვენ ახლა მოლაპარაკებების და კონსულტაციების აქტიურ ფაზაზე ვართ. პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ამავდროულად, პარტიულ კანდიდატებსაც განვიხილავთ - რაც სხვადასხვა მეთოდოლოგიით იზომება. ძალიან მალე გაიგებს ამ კანდიდატის შესახებ საზოგადოება. ჩვენ ვადა 4 სექტემბრამდე გვაქვს, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მალე წარვადგინოთ თბილისის მერობის კანდიდატი. ჩვენი კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს კორუფცია და თბილის კორუფციისგან თავისუფალი ქალაქი გახდეს. თბილისი კორუფციის გარეშე - ეს იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ჩვენი კანდიდატიც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ კალაძეს ჩამოვაცილებთ მმართველობას და თბილისის ბიუჯეტი მთლიანად თბილისელების კეთილდღეობას მოხმარდება“, - განაცხადა შარაშიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა