„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილი - ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, შრომა აუცილებლად ფასდება

განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის შეიქმნა და უკვე 350-ზე მეტ სტუდენტს მისცა სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი წლევანდელი სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს:

დიზაინი ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, ყოველთვის მიყვარდა კრეატიული sanbox თამაშები: Minecraft, Sims, სადაც შემეძლო მეკეთებინა ის, რაც ჩემს გულს გაუხარდებოდა. ხატვაც ყოველთვის მიყვარდა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი პროფესიის არჩევაში. სამომავლოდ მინდა, რეალობად ვაქციო ის იდეები, რომლებზეც ბავშვობიდანვე ვფიქრობ“.

რეზო გვიყვება, რომ სტიპენდია მხოლოდ დაფინანსების მოპოვება არ არის და ახლა უფრო დიდი მოტივაციით განაგრძობს სწავლას:

,,ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, დიზაინის პროექტებსა და მეცადინეობაში გათენებული ღამეების დაფასებაა. ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად ფასდება. მთავარ ⁠⁠მოტივაციას მაძლევს სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი უნარები. მინდა, ყოველ ჩემს ნაბიჯს მოჰყვეს შემდეგი, და ამისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების ძიება

რეზომ საკუთარი გამოცდილება და რჩევები მომავალ კონკურსანტებსაც გაუზიარა:

„კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი სამოტივაციო წერილია, რომელიც მთელი გულით დავწერე, გულწრფელად ვილაპარაკე ჩემს მიზნებზე. სხვებსაც ვურჩევდი, რომ, უპირველესად, გულწრფელები იყვნენ. არ არსებობს სწორი ფორმულა, არსებობს შენი ისტორია, მოტივაცია და სურვილი. არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის წარმოჩენის და უნდა დააფასო გზა, რომელიც გამოიარე. ყველაზე მთავარი მაინც მცდელობაა, თვითონ მცდელობაც კი უკვე წინსვლაა და გეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში“

თუ შენც გინდა აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე არ გაჩერდე განათლების გზაზე და აუცილებლად სცადე ბედი. დაათვალიერე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია