Reuters - ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს

ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა გასულ კვირას რუსული გადაუმუშავებელი ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსკოვისგან ნავთობის მყიდველებისთვის მუქარის შემდეგ რუსულ ნავთობზე ფასდაკლებები შემცირდა.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის მესამე იმპორტიორი და საზღვაო გზით რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის შესყიდვა ინდოეთის ოთხმა სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ შეწყვიტა - Indian Oil Corp-მა, Hindustan Petroleum Corp-მა, Bharat Petroleum Corp-მა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-მა.

ზემოთ ხსენებულმა კომპანიებმა და ინდოეთის ნავთობის ფედერალურმა სამინისტრომ ამ მომენტისთვის გამოცემას კომენტარისთვის არ უპასუხეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს