კახა კალაძე - თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი - ეს არის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს

თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა - არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან მმართველი პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისი თავისი კულტურითა და ისტორიით არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინი.

„მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი - ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს.

ეს ქალაქი საუკუნეებია დგას, როგორც გზაჯვარედინი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ დაპირებებზეც, რომელსაც მერად არჩევის შემთხვევაში, შეასრულებს.

„დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი - ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.

თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა - არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი