კახა კალაძე -  მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში - მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ასე მიმართა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საკუთარ გუნდთან ერთად, თბილისსა და თბილისელებს მეტ მატერიალურ სიკეთეს შეუქმნის.

„სიტყვა სიკეთეს ორი მნიშვნელობა აქვს - მატერიალური და არამატერიალური. ჩვენ ქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო ოთხ წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისსა და თბილისელებს. სიკეთეს, მატერიალურთან ერთად, აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად სიკეთე ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატმა თბილისელებს გასული რვა წლის განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წელიც თბილისისა და თბილისელების სასიკეთოდ ჩაივლის.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობითა და გულისყურით შევასრულებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს. ჩემო თბილისელებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გასული რვა წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად თბილისი გაიმარჯვებს, რაც იქნება იმის გარანტი, რომ დედაქალაქი კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად იქცეს.

„მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია - ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად. ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში. მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში