მამუკა მდინარაძე - ტყუილია, არცერთი წამით მე კახას არ დავპირისპირებივარ - გთხოვთ, თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას

ტყუილია, არცერთი წამით მე კახას არ დავპირისპირებივარ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თავად არის თუ არა გუნდში ის ფიგურა, რომელიც კახა კალაძეს დაუპირისპირდა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2016 წელს, კახა კალაძე იყო „ქართული ოცნების“ გუნდში მისი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი.

„კახა არის ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო 2016 წელს, ირაკლი კობახიძესთან ერთად და როგორ გგონიათ უახლოეს მეგობრებს დავუპირისპირდები რამის გამო, თან როცა ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ? გთხოვთ, თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს