ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება.

პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეკრებას და საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ.

ცნობისთვის, გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს