„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას განცხადებით, მას დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას განცხადებით, მას დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი, მის თანაგუნდელს, ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა.

აღნიშნულის შესახებ ცანავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"გასაგებია, რატომაც დამაკავეს. "მოდულის" შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზეს თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის - ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო. მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ. მათი[სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია, ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი",- განაცხადა ცანავამ.

ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექსვიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს