პროკურორი - ლაშა ცანავა მოტყუებით, თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხას - ვის რა წარმოდგენები აქვს ერთია და მეორეა თუ რა არის საქმეში

ის მოტყუებით, თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხას და ჰპირდებოდა, რომ დაუმზადებდა საქართველოში 1-წლიან ბინადრობის მოწმობას - ვის რა წარმოდგენები აქვს ერთია და მეორეა თუ რა არის საქმეში, რა მასალებს ეყრდნობა გამოძიება და რა მასალებს ვეყრდნობით ჩვენ, ბრალდების მხარე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას საქმის პროკურორმა, გიორგი კავსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება ახალი დაწყებულია, თუმცა როგორც კი გამოიკვეთება სხვა პირთა დანაშაულებრივი ქმედება, უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდა. მის მიერ ჩადენილია დანაშაული - თაღლითობა. ის მოტყუებით, თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხას და ჰპირდებოდა, რომ დაუმზადებდა საქართველოში 1-წლიან ბინადრობის მოწმობას. ის დაკავებულ იქნა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები.

პატიმრობა მოვითხოვეთ იმიტომ, რომ ეს სავალდებულო და აუცილებელი იყო, ამით აცილებული იყო მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. გამოძიება დიდი ხნის დაწყებული არ არის, ამიტომ ბრალდებამ მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, თუმცა ჩემთვის ბევრი რამ არის ცნობილი. ვის რა წარმოდგენები აქვს ერთია და მეორეა თუ რა არის საქმეში, რა მასალებს ეყრდნობა გამოძიება და რა მასალებს ვეყრდნობით ჩვენ, ბრალდების მხარე.

რაც შეეხება ბრალდებულის მიერ სასამართლოში ნათქვამს, მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გადავამოწმებთ.

ასევე, როგორც კი გამოიკვეთება სხვა პირთა დანაშაული, რა თქმა უნდა შესაბამისს რეაგირებას მოვახდენთ“,- განაცხადა გიორგი კავსაძემ.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ცანავას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო