სახალხო დამცველის აპარატმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

2025 წლის 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით აპარატის საქმიანობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ორ ინსტიტუციას შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, მისი უფლებამოსილების განხორციელების სპეციფიკასა და თავისებურებებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა უწყების უფლებამოსილების განხორციელების თავისებურებები: საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და 2024 წლის ძირითადი მიგნებები წარმოადგინა.

შეხვედრის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებმა განიხილეს პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითადი ტენდენციები საჯარო, კერძო და სამართალდამცავ სექტორებში.

სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და მომავალი ერთობლივი ინიციატივების პერსპექტივები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა