ლევან მახაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი შეაგებონ, უსტარებით, დეპეშებით და რეზოლუციებით გველაპარაკებიან - ეს ის გზა არ არის, რითაც პარტნიორს უნდა ესაუბრო!

ნაცვლად იმისა, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი შეაგებონ, უსტარებით, დეპეშებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან - ეს ის გზა და ნაბიჯი არ არის, რითაც პარტნიორს უნდა ესაუბრო! იმ პარტნიორს რომელსაც აფასებ და რომელთან ურთიერთობაც სულ ერთი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა ლევან მახაშვილმა განუცხადა.

ამასთან, მახაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ევროკომისიას მიაწვდის ინფორმაციას განხორციელებულ საქმეებთან დაკავშირებით.

როგორც მახაშვილმა განმარტა, პარლამენტმა ინფორმაცია „შეკრა“, რომელსაც საგარეო უწყებას მიაწვდის. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მთლიანად შეკრავს პაკეტს, რომელიც საქართველოს მხრიდან ევროკომისიას გადაეცემა.

„პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გარანტირებული იყოს. მაგალითად, საქმე ეხება უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ამ ინფორმაციას - როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ვადების შესაბამისად ევროკომისიას სრულად მივაწვდით.

ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.

გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ყველა საკითხი გავიაროთ, რაც ორივე ჩვენგანს გვაღელვებს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში დავაბრუნოთ და არა ისე: - ეს მინდა და ეს უნდა გააკეთო!“ - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია