რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია - დაღუპულთა შორის 5 ბავშვია

რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. როგორც Euronews წერს, მათ შორის ერთ-ერთი 2 წლის იყო.

ამასთან, დაშავებულთა რაოდენობა 160-ს აღემატება, რომელთაგან 16 ბავშვია.

უკრაინული მედია წერს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა.

31 ივლისს რუსეთმა კიევის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რვა რაკეტა გაუშვა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!