გია ვოლსკი - ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც კარატეს სხვადასხვა ილეთს გვიჩვენებს, გადაწყვიტა, რომ უფრო მაგარია, ვიდრე საარჩევნო პროცესში ჩართული აკრობატი ალეკო ელისაშვილი - „ქურქუმალ ვაითია“ მთლიანი დახასიათება

ადამიანმა თავისი თავი ვერსად დაინახა, ვერც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არცერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითი“ არის მისი მთლიანი დახასიათება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ „ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“.

„ადამიანმა თავისი თავი ვერსად დაინახა, ვერც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არცერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითი“ არის მისი მთლიანი დახასიათება. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, ვინც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, კრივში ემზადება და კარატეს სხვადასხვა ილეთებს გვიჩვენებს, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში. ერთიც და მეორეც, რასაკვირველია, თავისი დონით, თავისი ინტელექტუალური დონით და გარშემო სხვებიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი - შეასრულონ ის სცენარი, რომელიც დაუწერეს და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უკეთესი მარიონეტია იმ კარნახის მიმართ, რაც ყოველდღიურად მოდის. რასაკვირველია, დაფინანსების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ყველაფერი ფინანსდება და ხაბეიშვილმა გადაწყვიტა ,რომ ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს