გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება - გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ ღვარცოფული პროცესი დაფიქსირდა. სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა და საგზაო მოძრაობა ოპერატიულად შეიზღუდა.

უწყების განცხადებითვე, დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დრონების მეშვეობით დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება განხორციელდა.

“მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.

ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდინარე ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.

მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს”, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია