ნიკა გვარამია - თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილშია აღნიშნული.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, 2 აგვისტოს, 19:00-ზე ბათუმში „ევროპული მარში“ გაიმართება, რომლის მონაწილეები 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს უარს ეტყვიან.

„2 აგვისტოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც ბათუმის ევროპული მარშით უარს ვიტყვით ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი რეჟიმის სპექტაკლში მონაწილეობაზე! ბათუმიდან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაუტეხლობა, სიმამაცე და თანმიმდევრულობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე! თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!" ,- წერს ნიკა გვარამია წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს