აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბათუმში ხვალ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბათუმში ხვალ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ.

როგორც მათ ერთობლივი განცხადებისას აღნიშნეს, მსვლელობას, ცენტრალური პარკის კოლონადებიდან გამართავენ.

„პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს. მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გელოდებით ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე. ცენტრალური პარკის კოლონადებიდან გავმართავთ მსვლელობას. ერთად გავაგონოთ ბათუმის ქუჩებს სინდისის პატიმრებისა და მზია ამაღლობელის ხმა. ქალის, რომელიც შეუდრეკლად იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას გელოდებით და იცოდეთ, რომ ერთ მუშტად შეკვრა არის ერთადერთი გამოსავალი“,- აცხადებენ აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს