მაია კოპალეიშვილი - მზია ამაღლობელი თავად არის სისტემის მსხვერპლი - როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის გამომძიებლებსაც კი არ უნახავთ, ისე ადგენდნენ ფაქტებს და აწყობდნენ ერთმანეთზე თავის შეხედულებით

ქალბატონი მზია იცავდა თავს პოლიციელის მხრიდან და წესით თვითონ უნდა იყოს ცნობილი დაზარალებულად - ის თავად არის­ სისტემის მსხვერპლი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მაია კოპალეიშვილის განმარტებით, არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, როცა არა თუ სილის გაწვნა, უფრო მძიმე შემთხვევაც კი არ განხილულა პოლიციელზე თავდასხმად.

„არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელმაც უფრო მძიმე შემთხვევაც კი არ განიხილა პოლიციელზე თავდასხმად. ზუსტად სილის გაწვნა არ იყო, უფრო მძიმე შემთხვევაც იყო, მაგრამ ამ მუხლით არ იქნა განხილული. როდესაც ასეთ მსუბუქ ქმედებაზეა საკითხი, რომელიც შეეხება სილის გაწვნას, თან ჩვენ ვიცით წინარე მომენტები, რისი თანამდევი იყო ეს სილის გაწვნა. ეს იყო პროტესტი ქალბატონი მზიას მხრიდან იმ შეურაცხყოფაზე, რომელსაც ეს ადამიანი აყენებდა. პოლიციელსაც ვერ დავარქმევთ ამ ადამიანს იმიტომ, რომ პოლიციელის მოვალეობაა, იყოს მართლწესრიგის დამცველი და არა პირიქით ხდებოდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს ადამიანს.

აქ მთავარია, შეიძლება თუ არა, რომ ის, რასაც ედავებიან ქალბატონ მზიას, სილის გაწვნა, მივიჩნიოთ სისხლის სამართლებრივი მუხლის შემადგენლობად. ქალბატონი მზია არ ცნეს არცერთ შემთხვევაში [დაზარალებულად]. იმ კონკრეტული პირის[დგებუაძე] მიმართ არ დაწყებულა გამოძიება. მის მიმართაც უნდა იქნას გამოძიება დაწყებული. დგებუაძემ, როგორც პოლიციელმა, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ქალბატონი მზია თავად არის სისტემის მსხვერპლი და ქალბატონი მზია, როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის გამომძიებლებსაც კი არ უნახავთ, ისე ადგენდნენ ფაქტებს და აწყობდნენ ერთმანეთზე თავის შეხედულებით. შეუძლებელია ასეთ დროს არ შეხვდე სამართალდამრღვევს საქმის გამომძიებელი. ეს საოცარი სიახლე იყო“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია