ადვოკატი ჯუბა ქათამაძე - მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და ტყვეა, რასაც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა უზრუნველყოფს

მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და ტყვეა, რასაც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელის საქმე რომ პოლიტიკურია, ამაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებები მიუთითებს, თუმცა „რატომღაც სასამართლოსთვის ეს ნაწილი[განცხადებები] საინტერესო არ აღმოჩნდა“.

„მოტივზე საუბრობს ბატონი ირაკლი კობახიძე, რატომღაც სასამართლოსთვის ეს ნაწილი საინტერესო არ აღმოჩნდა. სასამართლომ ვერ გაბედა, რომ კობახიძის გამოკითხვა მოეხდინა. ეს საქმე არის პოლიტიკური, დღემდე მზია ამაღლობელი პატიმრობაშია“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ჯუბა ქათამაძის თქმით, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ დაამცირეს და ბორკილებიც დამამცირებლად გაუკეთეს.

„მზია ამაღლობელი ფიზიკური ძალადობის მცდელობებით შეიყვანეს პოლიციის შენობაში, ქალბატონ მზიას არ მიეცა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება. ამ საქმეში გამოკითხული არიან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ არაერთი წერილი მივწერეთ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული.

მზია ამაღლობელს, ჯოჯოხეთ გამოვლილ ადამიანს ადებენ ბორკილებს. მის მიმართ ბორკილების დადება დამცირების მიზნით მოხდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა დამცინავი სახით მოითხოვა ბორკილების [ზურგს] უკან გადატანა.

დაკავებისა და შემდგომ პოლიციის შენობაში გადაყვანისას მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

სანამ ადვოკატები შევიდნენ პოლიციის შენობაში, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 15 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა, სადაც საუბარი იყო დგებუაძის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს