ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია მუშაობას წყვეტს

ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის (CPB) განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას სექტემბრის ბოლომდე გაათავისუფლებენ, ხოლო 2026 წლის იანვრის ბოლომდე სამუშაო პროცესების დასასრულებლად თანამშრომლების მცირე ჯგუფი იმუშავებს.

„მიუხედავად მილიონობით ამერიკელის ძალისხმევისა, რომლებმაც CPB-სთვის ფედერალური დაფინანსების შენარჩუნების მოთხოვნით კონგრესს მიმართეს, ჩვენი ოპერაციების შეჩერების რეალობის წინაშე ვდგავრთ“, - განაცხადა კორპორაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრისია გარისონმა.

შეგახსენებთ, მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციას (CPB), რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურისა (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის (NPR) თანხებს ანაწილებს, მათთვის დაფინანსების შეწყვეტა დაავალა.

გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საზოგადოებრივი მედიისა და უცხოური დახმარების დაფინანსების 9 მილიარდი დოლარით შემცირების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში CPB-სთვის გამოყოფილი 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი