დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ - პუტინი ნამდვილად კერკეტი კაკალია, თუმცა გაკვირვებული ვარ - არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა

თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს და მგონია, რომ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. შემდეგ სახლში მივდივარ და ვხედავ, რომ კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს და ხალხი დაიღუპა. შესაძლოა, მას [უკრაინის] მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა. მგონია, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე შეხედულება შეეცვალა თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ. პუტინმა იცის, როგორ აირიდოს სანქციები. ის ნამდვილად კერკეტი კაკალია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუმცა გაკვირვებული ვარ. არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ხშირად ბევრს ლაპარაკობს და მის მიერ გაგზავნილი ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლოს არიან.

„მსგავსი რაღაცები წარსულშიც უთქვამს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მიზნით რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი