სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს

სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანს სამშვიდობო ოპერაციებისთვის, კერძოდ, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებისთვის მომზადება წარმოადგენს.

სომხეთ-აშშ-ის ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2025 სომხეთში 12-20 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს