ირაკლი კობახიძე  - სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, თუმცა როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ასევე იქნება მომავალშიც

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ცესკო-ს დისკრედიტაციის შესაძლო მცდელობაზე“.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის პირდაპირი დავალება, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.

„ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან მყარად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს შედეგი.

ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სცადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკო-ს დაკნინება. როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ისე იქნება მომავალშიც",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს