ნიკა გვარამია ნინო დათაშვილზე - არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ „გიჟად გამოცხადება“

არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ „გიჟად გამოცხადება“ - თავისუფლება ნინოს! ოლიგარქია უნდა დაემხოს! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

გვარამია აღნიშნულით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„მინდა გამოვეხმაურო დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის, ნინო დათაშვილის იძულებით გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ "გიჟად გამოცხადება".

ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ, ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა და ის იქ გარდაიცვალა.

თავისუფლება ნინოს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერია ნიკა წერილში.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო