Reuters - ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს

ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს გრძელვადიანი ნავთობის კონტრაქტებია. შესყიდვის შეწყვეტა ერთ ღამეში ასე მარტივად არ ხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, გასულ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინდოეთს რუსული იარაღისა და ნავთობის შეძენის გამო 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა.

„მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს - ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

მოგვიანებით, სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აცნობეს, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი