დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის

პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მას [ვლადიმერ პუტინი] ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. უკრაინის ბრძოლა, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერით, მართლაც ჩინებულია. ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად არის რუსეთი ამ მოლაპარაკებების მიმართ განწყობილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღფრთოვანებულია.

„მათი სიმტკიცე, მათი შეუპოვრობა და თავგანწირვა შთამბეჭდავია. ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, თუ მათ მთელი მსოფლიო მიატოვებდა, ისინი პარტიზანულ ომს მაინც გააგრძელებდნენ, ნამდვილად შთამაგონებელია“, - აღნიშნა დევიდ ლემიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს