ირაკლი კობახიძე შოვზე - არ არსებობდა პრეცედენტი, რაც მყინვარულ ღვარცოფთან იყო დაკავშირებული, არ იყო კვლევა - შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევები, რაც რისკების პრევენციის საშუალებას მოგვცემს - ასევე, შოვში აშენდება ტაძარი

ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს - ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევების ჩატარება, რაც შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შოვის ტრაგედიის 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდნენ.

კობახიძის თქმით, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შოვში მოეწყობა მემორიალი - თვე-ნახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები და უახლოეს მომავალში ტაძრის მშენებლობა დაიწყება.

„ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს - დაღუპული ადამიანები, ბავშვები. ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან - ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევების ჩატარება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას.

შოვში მოეწყობა მემორიალი - თვე-ნახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები და უახლოეს მომავალში ტაძრის მშენებლობა დაიწყება. პროექტი უკვე შემუშავებულია, რასაც კიდევ ერთხელ გავეცანით და უახლოეს მომავალში მშენებლობა დაიწყება. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად ამოდიან ტრაგედიის ადგილზე. მნიშვნელოვანია შოვში ეს ტაძარი აშენდეს, მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენ ამითაც მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი