პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის 250-ე დღესაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მათ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ძველი შენობიდან მსვლელობით მისული მოქალაქეებიც შეუერთდნენ ლოზუნგით: ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ „საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები, ასევე, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის და აქტივისტ ნინო დათაშვილის მხარდამჭერი ბანერები.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სანთლებიც დაანთეს, რითაც შოვში, ორი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს